ახალი ამბები

ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას – ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2019 •
ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას – ზურაბიშვილი

“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და, მგონი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით”, – ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და, მით უმეტეს, მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.
ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით ეხმაურება მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დღევანდელ სექსისტურ განცხადებას ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის მისამართით. გასულ კვირას მმართველი პარტიის წარმმომადგნლების, დეპუტატების მხრიდან ორი სექსისტური განცხადება გაკეთდა, თუმცა პრეზიდენტი წინა კვირას მათ არ გამოხმაურებია.

შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“

კილაძის თქმით, მსოფლიოში არ სმენია ქალი დეპუტატისგან ფიზიკური შეურაცხყოფა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი