ახალი ამბები

ჩემი აზრით, ჯობდა გვარების გარეშე გაგვევლო – უდუმაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

1 ოქტომბერი, 2019 • 1372
ჩემი აზრით, ჯობდა გვარების გარეშე გაგვევლო – უდუმაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს თავის გამოსვლაში კონკრეტული პირების გვარები, კერძოდ კი გიგა ბოკერია არ უნდა დაესახელებინა.

საუბარი ეხება სააკაშვილის ეთერს “მთავარ არხზე“, სადაც მან  გიგა ბოკერია “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში დაადანაშაულა

დღეს კი “მთავარი არხის“ ეთერში უდუმაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “წითელი ხაზი უნდა გავლებულიყო“, ბოკერიას გვარის ხსენებამ ვნებათაღელვა გამოიწვია.

“ბოკერიას შემოტანამ გამოიწვია ვნებათაღელვა, არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს კარგი იყო და ეს წითელი ხაზი უნდა გავლებულიყო და არის მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ გვარები ასე ღიად არ უდნა დასახელებულიყო.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჯობდა გვარების გარეშე გაგვევლო ეს თემა, რომელზეც გუშინ ვსაუბრობდით. სწორი ინტერპრეტაცია, ჩემი აზრით, არის, როდესაც საუბრობ ამ მიმართულებით კონკრეტულ პარტიაზე, მის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე და არ გამოგაქვს კონკრეტული გვარები“, – განმარტავს ზაალ უდუმაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი