ახალი ამბები

სააკაშვილი: ბოკერია ყველაფერია, რაც ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოა

30 სექტემბერი, 2019 • 5216
სააკაშვილი: ბოკერია ყველაფერია, რაც ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოა

“მთავარ არხზე” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში ადანაშაულებს. სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”:

“რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან.

მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი.ბოკერია არის ყველაფერი რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ არხზე” საუბრისას.

გადაცემსი წამყვანები რამდენჯემე შეეცადნენ გაერკვიათ კონკრეტულად რა ქმედებებს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი “ანტიქრისტიანულ და ქარტული ტრადიციების საწინააღმდეგოში”, თუმცა მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული ქმედებები არ დაუსახელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი