საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0%-ით განისაზღვრა.
30 სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქსტატი წერს, რომ წლევანდელ აგვისტოში, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა:
- მშენებლობაში
- ტრანსპორტში
- კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში
- ვაჭრობაში
- დამამუშავებელ მრეწველობაში
- სასტუმროებსა და რესტორნებში
საქსტატის თანახმადვე, კლება დაფიქსირდა:
- სამთომოპოვებით მრეწველობაში
- ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში
ამასთან, საქსტატის თანახმად, ფასების სტატისტიკისა და საქონლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები აგვისტოში ასეთი იყო:
საქსტატის თანახმადვე, აგვისტოში ექსპორტმა 309.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი -744.5 მილიონი აშშ დოლარი. წინა თვეებში კი ასეთი ვითარება იყო:
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს: საქსტატის თანახმად, აგვისტოში სახელმწიფოს შემოსავალმა 872.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 753.6 მილიონი.
საქსტატის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მთლიანმა გამოშვებამ აგვისტოში $11.8 მილიონი შეადგინა, ხოლო კომერციული ბანკებისამ — 164.5 მილიონი აშშ დოლარი.
საქსტატი წერს, რომ ისინი ყოველთვიურად აწარმოებენ ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.
„აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, — აცხადებს საქსტატი.