ახალი ამბები

კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს- NYT

28 სექტემბერი, 2019 •
კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს- NYT

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს.

NYT წერს, რომ ვოლკერის გადადგომა ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხს უკავშირდება. გამოცემის თანახმად, ვოლკერმა გადადგომის შესახებ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს უკვე აცნობა.

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, რომლის გამოც აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაა დაწყებული.

დოკუმენტით დასტურდება, რომ ტრამპმა მართლაც სთხოვა ზელენსკის მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება. საუბარია პერიოდზე, როცა ბაიდენის ვაჟი უკრაინულ კომპანიაში იყო დასაქმებული.

ტრამპი ზელენსკის ეუბნება, რომ ბაიდენის შვილზე გარკვეული ინფორმაცია არსებობდა, თუმცა ჯო ბაიდენმა გავლენა გამოიყენა, რათა გამოძიება შეეჩერებინა. საპასუხოდ ზელენსკი ამბობს, რომ იზრუნებს ამ საკითხზე და საქმეს გამოიძიებენ.

ჩანაწერში არ ჩანს, რომ ტრამპი უკრაინელ კოლეგას უკრაინის სანაცვლოდ რაიმეს ჰპირდება, თუმცა საუბრის დასაწყისში ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინისთვის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ევროპული ქვეყნები, რომლებიც ტრამპის სიტყვებით მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი