ახალი ამბები

თეთრმა სახლმა ტრამპის ზელენსკისთან საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა

25 სექტემბერი, 2019 • 1443
თეთრმა სახლმა ტრამპის ზელენსკისთან საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, რომლის გამოც აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაა დაწყებული.

დოკუმენტით დასტურდება, რომ ტრამპმა მართლაც სთხოვა ზელენსკის მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება. საუბარია პერიოდზე, როცა ბაიდენის ვაჟი უკრაინულ კომპანიაში იყო დასაქმებული.

ტრამპი ზელენსკის ეუბნება, რომ ბაიდენის შვილზე გარკვეული ინფორმაცია არსებობდა, თუმცა ჯო ბაიდენმა გავლენა გამოიყენა, რათა გამოძიება შეეჩერებინა, ხალხს კი აინტერესებს, რეალურად რა მოხდა და კარგი იქნებოდა, თუ გენერალურ პროკურორს გაესაუბრებოდა.

საპასუხოდ ზელენსკი ამბობს, რომ იზრუნებს ამ საკითხზე და საქმეს გამოიძიებენ.

ჩანაწერში არ ჩანს, რომ ტრამპი უკრაინელ კოლეგას უკრაინის სანაცვლოდ რაიმეს ჰპირდება, თუმცა საუბრის დასაწყისში ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინისთვის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ევროპული ქვეყნები, რომლებიც ტრამპის სიტყვებით მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებიან. ტრამპი ამ კონტექსტში ანგელა მერკელს აკრიტიკებს და ზელენსკის მოუწოდებს, ევროპელ ლიდერებს ამ მიმართულებით ესაუბროს.

 

აშშ-ის კონგრესში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი