ახალი ამბები

ველოსიპედისტი თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა და დაიღუპა

27 სექტემბერი, 2019 • 3832
ველოსიპედისტი თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთის გზაზე, ტურისტი, რომელიც 7 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი