National Geographic Magazine – საქართველოს ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს, გიორგი გოგუას “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გადაეცა. მისმა სტატიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“ და 2020 წლის საუკეთესო ავტორად დასახელდა.
სტატია „გზაზე“ თუშეთს ეძღვნება, მასზე National Geographic Magazine – საქართველოს გუნდიერთი წლის მანძილზე მუშაობდა. ვრცელი სტატია ჟურნალის საიუბილეო, ქართულენოვანი გამოცემის დაარსებიდან 8 წლისადმი მიძღვნილ – ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა.
National Geographic – საქართველოს 12 კაციანმა გუნდმა თუშეთში სამი ექსპედიცია განახორციელა და გამოიკვლია და აღბეჭდა თუში მეცხვარეების მომთაბარე ცხოვრება. გიორგი გოგუასთან ერთად, სტატიის ავტორები არიან ფოტოგრაფები – ფერნანდო ხავიერურკიხო და ნიკოლოზ მჭედლიძე.
პროექტის განხორციელებაში National Geographic Magazine – საქართველოს მხარი დაუჭირა UNFAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ) და ასოციაცია „ელკანამ“.
ნამუშევარი National Geogpraphic Magazine-ის სათაო ოფისის მიერ 2020 წლის ოქტომბერში თვის საუკეთესო სტატიად (Best Edit) და Ever Green-ად დასახელდა, ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომსტატიამ „გზაზე“ National Geopgrahic Magazine-ის „ოქროს ფონდში“ გადაინაცვლა და მისი დაბეჭდვა შეუძლია ჟურნალის 36-ივე გამოცემას. სტატია უკვე დაიბეჭდა ჩეხეთის გამოცემის მიერ, უკვე დადასტურებულია, რომ მის გამოქვეყნებას ასევე გეგმავენ იაპონიის, გერმანიის, თურქეთის, პოლონეთისა და სერბეთის გამოცემები.
თუშეთს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, უკვე მსოფლიოს N1 სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი National Geographic-ი აქცევს, რომელსაც მილიონობით მკითხველი ჰყავს.
„გვიხარია, რომ ჩვენმა პასუხისმგებლიანმა, უკომპრომისო შრომამ შედეგი გამოიღო და თუშეთისა და მისი მოსახლეობის ამბავს, არამხოლოდ ქართულად, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე წაიკითხავენ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმატება კი არა, მთელი ქვეყნის წარმატებაა, მისი მართლაც, გამორჩეული კუთხის – თუშეთის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისათვის“ – ნათია ხულუზაური, National Geographic Magazine – საქართველოს მთვარი რედაქტორი.
სტატია “გზაზე” მოგვითხრობს ქარსამაულების ოჯახის შესახებ, რომელიც მეცხვარეობის ტრადიციულ საქმიანობას თუშეთში უკვე სამი თაობაა მისდევს. მათ მიერ მოთხრობილი ისტორია ნათლად გვანახებს, რომ მეცხვარეობა მათთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყაროა, არამედ გზა ისტორიულ სახლთან, წინაპრებთან კავშირის შესანარჩუნებლად.
„იმ კულტურულ ფენომენს, რასაც მეცხვარეობა ქვია, თანამედოვე ცხოვრებაში, სხვადასხვა მიზეზის გამო საფრთხე ემუქრება. ვფიქრობ, რომ მათი ცხოვრების და იმ სირთულეების შესახებ, რომელსაც თუშები აწყდებიან ძალიან მნიშნველოვანია ლაპარაკი. ნამუშევრის Best Edit-ად და Ever Green-ად დასახელება ჩემთვის, დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდ პასუხისმგელობასაც გულისხმობს, რადგან ჩვენს ნამუშევარს უკვე საზღვრებს გარეთაც გაეცნობა ფართო საზოგადოება. ევროკავშირის პრიზი კი არის სტიუმული ჟურნალისტებისთვის იმუშაონ მნიშვნელოვან თემებზე“. – გიორგი გოგუა, National Geographic Magazine – საქართველოს ავტორი.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში გამოავლინა გამარჯვებულები. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ, ფოტოდა კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალკსტიკას.
ჟურნალ National Geographic საქართველოს გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია სილქნეტია.
იხილეთ გამარჯვებული სტატიას სრულად: