ახალი ამბები

ბიზნესისთვის 15%-მდე დავწევდი საშემოსავლო გადასახადს — ხაზარაძე

27 სექტემბერი, 2019 • 1674
ბიზნესისთვის 15%-მდე დავწევდი საშემოსავლო გადასახადს —  ხაზარაძე

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ემხრობა ბიზნესისათვის საშემოსავლო განაკვეთის 15%-მდე დაწევას. ამჟამად საშემოსავლო გადასახადი 20%-ია და ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქია.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად ხაზარაძემ თქვა, რომ ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე დაწევდა: „თუ გვინდა ახალი სამუშაო ადგილები, რეინვესტიცია, შევხედავდი, პროგნოზს გავაკეთებდი და დავწევდით“.

ვრცლად გადასახადებისა და სხვა საკითხებზე წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ ინტერვიუ:

აშშ-ს ბაზა, შრომის უსაფრთხოება, ეკონომიკა, ეკლესია და ჩაგრული ჯგუფები — ინტერვიუ ხაზარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი