ახალი ამბები

მოქალაქეს შსს-ში დასაქმებას 5 ათასის სანაცვლოდ დაჰპირდნენ – საგამოძიებო

24 სექტემბერი, 2019 • 931
მოქალაქეს შსს-ში დასაქმებას 5 ათასის სანაცვლოდ დაჰპირდნენ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს, მოიპოვა მისი ნდობა და  დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშდოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში.

როგორც უწყება აცხადებს, ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3 500 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი