ახალი ამბები

სხვადასხვა ობიექტისა და ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავეს

27 აგვისტო, 2019 • 1109
სხვადასხვა ობიექტისა და ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს, რომელთაგან ორი 17 წლისაა, ერთი კი – 15-ის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის  გამზირზე მდებარე “ჯი პი სი-ს” აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი “ბავარიული გრილი”, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია time 2 travel-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი BMW-ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი