ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბოლომდე ნგრევა თუ რესტავრაცია – ცხინვალის ისტორიული შენობების ბუნდოვანი მომავალი

23 აგვისტო, 2019 • 2154
ბოლომდე ნგრევა თუ რესტავრაცია – ცხინვალის ისტორიული შენობების ბუნდოვანი მომავალი

ავტორი: ირინა იანოვსკაია, ცხინვალი


ცხინვალში მე-18 საუკუნეში აშენებულ ებრაულ კვარტალს, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ძველ ცხინვალსაც უწოდებენ.  კვარტალი, თავისი არქიტექტურით, ოდესღაც  იტალიურ ეზოებს წააგავდა, ერთმანეთზე მიბჯენილი სახლებითა და ვიწრო ლაბირინთებით. 

1989  წლიდან ებრაელებმა საკუთარი სახლები ცხინვალში დატოვეს. ბევრი მაშინ ისრაელში გაემგზავრა ნათესავებთან. დღევანდელ კვარტალში კი ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვისაც ახსოვს, რომ აქ ოდესღაც ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, ოსები და ქართველი ებრაელები. 

აქ დღემდეა შემორჩენილი კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი სინაგოგის შენობა, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. 

ებრაელების ნაწილი მეღვინეობით იყო დაკავებული, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მათ სახლებს დიდი სარდაფები ჰქონდათ. 

2008 წლის ომის შემდეგ ებრაული კვარტალი, რომელიც კულტურულ, ისტორიულ და არქეოლოგიურ ღირებულებას წარმოადგენდა, საფუძვლიანად განადგურდა. 

ბევრი ადგილობრივი მცხოვრები სახლისა და ჭერის გარეშე დარჩა. ომის შემდეგ კვარტლის ერთი ნაწილის დემონტაჟი მოხდა და მათ ნაცვლად ახალი სახლები ააშენეს, მეორე ნაწილი კი კვლავ დანგრეული დგას და რესტავრაციას საჭიროებს.

თავად ადგილობრივ მცხოვრებლებს ეშინიათ მცირეწლოვანი ბავშვების ძველ, დანგრეულ შენობებთან ახლოს გაშვება – ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. საუკუნოვანი ისტორიის სახლები, ძველებური ფასადებით, თვალსა და ხელს შუა ინგრევა. 

ბოლომდე დაანგრიონ, თუ რესტავრაცია ჩაუტარონ, ეს კითხვა ცხინვალის მცხოვრებლებს, პირველ რიგში კკი, ვარტლის მცხოვრებლებს აწუხებთ. პასუხი არც ადგილობრივ ჩინოვნიკებს აქვთ – ორივე პროცესი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 


მასალების გადაბეჭდვის წესი