სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ ხელოვნური ბარიერების აღმართვა 7 აგვისტოს დაიწყეს. როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლებმა ეს პროცესი გააკრიტიკეს.
მაგალითად, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ დაწერა, რომ ნატო ცნობს საქართველის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და „აგრძელებს მოწოდებას მსგავსი უკანონო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე“.