ახალი ამბები

“მარნეულის ქარხანა” ტყემლის რეალიზებას, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა, აჩერებს

15 აგვისტო, 2019 • 1981
“მარნეულის ქარხანა” ტყემლის რეალიზებას, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა, აჩერებს

“მარნეულის ქარხანა” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ).

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გამოყენებული ყველა დამხმარე მასალას და მზა პროდუქტს საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნიან მანამდე კი სანამ პასუხებს მიიღებენ, ტყემლის რეალიზაციას, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა აჩერებენ:

“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნდა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით , აღმოჩენილია საკვები პროდუქტებისთვის დაუშვებელი ნივთიერება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ჩვენი ქარხნის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი.

ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი.
ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას.

ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის” – აცხადებენ კომპანიაში.

“კულა“; “სუპრემო“ და სხვა ბრენდები, სადაც momxmarebeli.ge-მ არასაკვები საღებავი აღმოაჩინა

მასალების გადაბეჭდვის წესი