ახალი ამბები

“კულა“; “სუპრემო“ და სხვა ბრენდები, სადაც momxmarebeli.ge-მ არასაკვები საღებავი აღმოაჩინა

15 აგვისტო, 2019 •
“კულა“; “სუპრემო“ და სხვა ბრენდები, სადაც momxmarebeli.ge-მ არასაკვები საღებავი აღმოაჩინა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის მონიტორინგითაა დაკავებული, 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებიდან 6-ში არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოაჩინა.

მათ შორის არის ისეთი ბრენდები, როგორიცაა “კულა“, “სუპრემო“ და “მარნეულის სასურსათო ქარხანა“.

ორგანიზაცია წერს, რომ საწებლები მათ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს და გერმანიის ლაბორატორიაში გადააგზავნეს, სადაც პროდუქტი არასაკვები საღებავების ჯგუფზე (12 საღებავი) შემოწმდა.

“მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას,“ – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის საიტზე (momxmarebeli.ge), სადაც კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ ზოგიერთ ნიმუშში “სუდანის“ ჯგუფის საღებავი აღმოაჩინეს, რომელიც სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად გამოიყენება. თუმცა, საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ აქვთ აკრედიტაცია იმისთვის, რომ ზემოთ დასახელებულის საღებავების ჯგუფის არსებობა ამა თუ იმ სურსათში იკვლიონ.

“კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას,“ – წერს ორგანიზაცია.

რაც შეეხება სრულ სიას, ის გამოიყურება შემდეგნაირად:



მასალების გადაბეჭდვის წესი