ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ფონიჭალაში კორპუსში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის თაია გადარჩა.

გარდაცვლილთაგან 3 ქალია, ერთი კაცი და ორი ბავშვი.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები თითქმის 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ნანგრევებიდან ოთხი პირი თავიდანვე გამოიყვანეს (მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა). შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა.

რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს,კერა და წინასწარი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და შემთხვევა ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირდება.