ახალი ამბები

“საქართვლოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

15 აგვისტო, 2019 • 1560
“საქართვლოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან ფილიალიდან იარაღის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გაიტაცა.

შსს-ს თქმით, ბრალდებული 8 აგვისტოს ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის“ ფილიალს იარაღით თავს დაესხა, გაიტაცა ფული და მიიმალა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულის სახლის სხვენიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

უწყების თქმით ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება გამოძიებას, ის ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩიტაიას ქუჩაზე “საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი