საბჭოს მოედანთან, ჩიტაიას ქუჩაზე “საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს, შუადღეს მოხდა.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. თუმცა სხვა დეტალების შესახებ, მათ შორის იმაზე, გატაცებულია თუ არა თანხა, კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაყაჩაღებისას პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
გარეკანი ფოტო: სქრინი რ2-ს ვიდეოდან