ახალი ამბები

ბაღდათში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

7 აგვისტო, 2019 •
ბაღდათში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, შემთხვევა 6 აგვისტოს ღამით მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, შედეგად მოპედზე მსხდომი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

მომხდართან დაკავშირებით, მოქალაქეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით მიმართავენ, გადადონ ამ თვეში დაგეგმილი გასართობ-კულტურული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი