ახალი ამბები

სასამართლომ ბეჟან ლორთფიქანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

27 ივლისი, 2019 •
სასამართლომ ბეჟან ლორთფიქანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

20 ივნისის საქმეზე ბეჟან ლორთქიფანიძეს სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბეჟან ლორთქიფანიძე პოლიციამ 25 ივლისს დააკავა. ამ დღეს, გარდა ლორთქიფანიძისა, დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ სამი სამოქალაქო პირი.

წინასასამართლო სხდომა სასამართლომ 17 სექტემბერს ჩანიშნა.

მანამდე ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად აქტივისტებმა და მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს ხელმოწერებს აგროვებდნენ. პეტიციით მოქალაქეები მოუწოდებდნენ სასამართლოს, რომ ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა.

“ბეჟან ლორთქიფანიძე არის მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე და კეთილსინდისიერი ადამიანი. გვჯერა, რომ არანაირი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს, რომ სასამართლომ მას უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება შეუფარდოს,“- ნათქვამია პეტიციის განცხადებაში

ვრცლად ამ თემაზე:

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

მასალების გადაბეჭდვის წესი