ახალი ამბებიგართობაკინო

Blade, Black Widow, Eternals – მარველმა მე-4 ფაზის ფილმების განრიგი გაასაჯაროა

21 ივლისი, 2019 • 3439
Blade, Black Widow, Eternals – მარველმა მე-4 ფაზის ფილმების განრიგი გაასაჯაროა

სან დიეგოს კომიქ-ქონზე მარველ სტუდიოს პრეზიდენტმა მე-4 ფაზის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარადგინა.

ფილმებს შორის, რომელსაც მაყურებელი მარველის კინოსამყაროს მე-4 ფაზის ფარგლებში ნახავს, არის ბლეიდი, შავი ქვრივი, დოქტორი სტრეინჯი 2 და თორი 4.

ფილმებთან ერთად კევინ ფეიგიმ კომიქ-ქონის სტუმრებს სატელევიზიო პროექტებიც წარუდგინა, რომელიც Disnay-ს ახალ სტრიმინგ სერვისზე გაეშვება.

[red_box]მარველის მე-4 ფაზის ფილმების განრიგი ასე გამოიყურება:[/red_box]

2020 წლის 1 მაისი: Black Widow
2020 წლის შემოდგომა: The Falcon and Winter Soldier (სერიალი)
2020 წლის 6 ნოემბერი: Eternals
2021 წლის 12 თებერვალი: Shang-Chi and the Legend of the Ten Rings
2021 წლის გაზაფხული: WandaVision (სერიალი)
2021 წლის 7 მაისი: Doctor Strange in the Multiverse of Madness
2021 წლის გაზაფხული: Loki (სერიალი)
2021 წლის ზაფხული: What If (სერიალი)
2021 წლის შემოდგომა: Hawkeye (სერიალი)
2021 წლის 5 ნოემბერი: Thor 4: Love and Thunder

განრიგის წარდგენის შემდეგ კევინ ფეიგიმ აღნიშნა, რომ მარველ სტუდიო კიდევ ერთ დამატებით პროექტზე მუშაობს და განაცხადა, რომ კომპანია “ბლეიდის” ახალი ეკრანიზაციის გადაღებას გეგმავს. ამასთან, მარველ სტუდიოს პრეზიდენტის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ “შავი პანტერის” და “კაპიტანი მარველის” მეორე და “გალაქტიკის მცველების” მესამე ნაწილსაც გადაიღებენ ისევე როგორც, “ფანტასტიკური ოთხეულის” ახალ ეკრანიზაციას, თუმცა მათი პრემიერის თარიღი უცნობია.

ამავე თემაზე:

რა თანმიმდევრობით უნდა ნახოთ “მარველის” ფილმები – ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი