ახალი ამბებიკინო

გარდაიცვალა „შავი ავაზის“ ვარსკვლავი ჩედვიკ ბოსმანი

29 აგვისტო, 2020 • 6839
გარდაიცვალა „შავი ავაზის“ ვარსკვლავი ჩედვიკ ბოსმანი

ჩედვიკ ბოსმანი, „მარველის“ კინოსამყაროში „შავი ავაზის“ (Black Panther-ის) როლის შემსრულებელი, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ტვიტერზე წერს მისი პუბლიცისტი, ამერიკელი მსახიობი 2016 წლიდან ებრძოდა სიმსივნეს, თუმცა საჯაროდ ავადმყოფობის შესახებ არ უსაუბრია.

ის ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

გარდა იმისა, რომ „შავმა ავაზამ“ მსოფლიოში კინოთეატრებში გაყიდვებიდან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ფილმი კულტურულად საეტაპო ფილმად ითვლება, რადგან პირველი კომიქსია, სადაც არა მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელია შავკანიანი, არამედ მსახიობთა თითქმის სრული დასი და რეჟისორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი