ახალი ამბები

დვალი პროკურატურას მიმართავს და ოქრუაშვილის განცხადებას R2-ის წართმევის მტკიცებულებად აფასებს

20 ივლისი, 2019 • 1001
დვალი პროკურატურას მიმართავს და ოქრუაშვილის განცხადებას R2-ის წართმევის მტკიცებულებად აფასებს

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, რომ ოქრუაშვილის გუშინდელი განცხადება შეისწავლონ. ტელეკომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, ძალოვანი უწყების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით მტკიცდება, რომ დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელევიზია სახელმწიფომ წაართვა:

“საქართველოს პროკურატურა – ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის – მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2” – წერს დვალი.

ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ “რუსთავი 2” არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის და ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო რეალურად კი ტელეკომპანიის წილები თავად იყიდა:

„რუსთავი 2 ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო, გასაქცევად აქეთ-იქით“ – თქვა ოქრუაშვილმა.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტელევიზია გადაუფორმდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც არხს 2004-2006 წლებში ფლობდა.

ხალვაშმა, რომელიც თავის დროზე რ2-ის გენერალურ დირექტორობას დვალს სთავაზობდა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად იმავე დღეს საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

1994-დან დღემდე რ2-ის მეწილეები 20-ზე მეტჯერ შეიცვალნენ [ქრონოლოგია]

მასალების გადაბეჭდვის წესი