ახალი ამბებისაზოგადოება

1994-დან დღემდე რ2-ის მეწილეები 20-ზე მეტჯერ შეიცვალნენ [ქრონოლოგია]

19 ივლისი, 2019 • 3804
1994-დან დღემდე რ2-ის მეწილეები 20-ზე მეტჯერ შეიცვალნენ [ქრონოლოგია]

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ირგვლივ დაარსების დღიდან დავები არ წყდება. 1994 წლიდან დღემდე, ტელეკომპანიის მეწილეები 20-ზე მეტჯერ შეიცვალნენ.

უკანასკნელი ცვლილების მიხედვით კი უზენაესმა სასამართლომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელევიზიის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

პირველი სასამართლო დავა, რომელიც ტელეკომპანიას უკავშირდება, მისი დაარსებიდან იღებს სათავეს. მაშინ ერთ მხარეს იდგნენ დვალი, აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი, ხოლო მეორე მხარეს- ფიქრია ჩიხრაძე და მისი მეგობრები.

მას შემდეგ ტელეკომპანიის მეწილეები არაერთხელ შეიცვალნენ და მის მფლობელობაზე სასამართლო დავებიც წარიმართა. ქიბარ ხალვაშისთვის “რუსთავი 2-ის” გადაცემით სასამართლო დავა არ მთავრდება. ტელეკომპანიის წილებზე დავას აგრძელებს ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე- დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

ნახეთ “ნეტგაზეთის” ქრონოლოგია და გაიგეთ, როგორ იცვლებოდნენ სამაუწყებლო კომპანიის მეწილეები დღემდე.

ქორნოლოგია მომზადებულია TI-ზე დაყრდნობით.

ქიბარ ხალვაშისთვის რ2-ის 100%-ის გადაცემით ტელეკომპანიაზე დავები არ წყდება, ხალვაშს ამჟამად რ2-ის წილებს ირაკლი ოქრუაშვილი ედავება. არხზე პრეტენზიას აცხადებენ მისი დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომელთაც საჩივარი აქვთ პროკურატურაში შეტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი