ახალი ამბები

იაპონიაში ანიმეს სტუდიას თავს დაესხნენ, არიან დაღუპულები

18 ივლისი, 2019 •
იაპონიაში ანიმეს სტუდიას თავს დაესხნენ, არიან დაღუპულები

სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად კიოტოში, იაპონიაში. როგორც BBC იუწყება, უცნობი პირი შეიჭრა ანიმეს მწარმოებელ სტუდია KyoAni-ში და ამ მომენტისთვის გაურკვეველი წარმომავლობის სითხე მოასხა ტერიტორიას, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, თავდამსხმელიც, რომელიც სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ არ იციან თავდასხმის მოტივი.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სტუდიის სამსართულიან ოფისში. მაშველები ცეცხლის სრულად ჩასაქრობად და ადამიანთა გადასარჩენად ამ წუთებშიც მუშაობენ (10:10).

BBC-ის ინფორმაციით, KyoAni არაერთი ცნობილი ანიმეს მწარმოებელი სტუდიაა, მათ შორის არის “K-On” და “The Melancholy of Haruhi Suzumiya”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი