ახალი ამბები

სახის ძვლები დამტვრეული მაქვს, გამიზნულად მესროლეს – ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა

29 ივნისი, 2019 • 4252
სახის ძვლები დამტვრეული მაქვს, გამიზნულად მესროლეს – ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა

28 წლის გიორგი სულაშვილი ტელეარხ “მესამესთან” ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ დაკარგა თვალი 20-21 ივნისის დარბევისას.

“მე ვიდექი პარლამენტის კიბეებთან გვერდზე და გვერდიდანვე მესროლეს. გასროლის ხმა გავიგე და ეგრევე მომხვდა. ეს არ იყო შემთხვევით ნასროლი. ეს იყო გამიზნულად ნასროლი. მელოდებოდნენ და მესროლეს. ყველაფერი უნდა დალაგდეს. სახემ შეხორცება უნდა დაიწყოს, ძვლებმა- აღდგენა იმიტომ, რომ იმპლანტები მიდევს სახეში. სახის ძვლები ფაქტობრივად აღარ მქონდა, სულ დამტვრეული მქონდა”, – ამბობს გიორგი სულაშვილი, რომელიც მკურნალობას ამ დრომდე კლინიკაში აგრძელებს.

“რუსეთი ოკუპანტია და ამას ყოველთვის ვიტყვი. მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაინც ამ აზრზე ვიქნები. საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე და ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან. სხვებს არ გამოეცადოთ ასეთი სიმწარე, რაც მე და მაკომ გამოვცადეთ.

20-21 ივნისის დარბევისას ერთი თვალი დაკარგა 18 წლის მაკო გომურმაც. რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის დარბევის შემდეგ იმართება აქციები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. მინისტრი გადადგომას ჯერჯერობით არ აპირებს.

ფოტო: კადრი ტვ “მესამის” ვიდეოდან


დემონსტრაციაზე წართმეული თვალები და ბეწვზე გადარჩენილი მხედველობა

მასალების გადაბეჭდვის წესი