ახალი ამბები

შსს-ს სპიკერმა ბრიფინგზე პოლიციელების დანაშაულის ნიშნების ნაწილი არ წაიკითხა

24 ივნისი, 2019 • 1281
შსს-ს სპიკერმა ბრიფინგზე პოლიციელების დანაშაულის ნიშნების ნაწილი არ წაიკითხა

შსს-ს მაღალჩინოსანმა მამუკა ჭელიძემ არ წაიკითხა სამინისტროს განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბარია 20 ივნისის დარბევისას ორი პოლიციელის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთაზე.

განცხადება 24 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე გამოქვეყნდა შსს-ს ვებგვერდზე. ზუსტად 17:00 საათზე დაიწყო შსს-ში ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემაც.

მან დაიწყო განცხადების კითხვა, მივიდა იმ ნაწილამდე, სადაც პოლიციელების შესაძლო სისხლის სამაართლის დანაშაულზეა ლაპარაკი, დაიწყო ამ წინადადების კითხვა, ახსენა „ორი სამართალდამცველი“, თუმცა შეწყვიტა, ამ აბზაცს გადაახტა და განცხადების ბოლო წინადადებები წაიკითხა.

მან განცხადების ეს ნაწილი გამოტოვა: „ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები, რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე გენერალური ისპექციის მიერ დაწყებული მოკვლევის ფარგლებში „ამ ეტაპზე 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“, ხოლო მათ შორის ორის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

შსს: 2 პოლიციელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, 10-ს უფლებამოსილება შევუჩერეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი