ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ოფისში დილიდან უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომები იმართება

24 ივნისი, 2019 • 600
“ქართული ოცნების” ოფისში დილიდან უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომები იმართება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დილის 8 საათიდან იმართება შეხვედრები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ესწრება.

ჯერ გაიმართა მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ამ წუთებში [10:40] კი უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მალე გაკეთდება განცხადებებიც. ადგილზე იმყოფება ნეტგაზეთის ჟურნალისტი.

დღეს პარლამენტში დაგეგმილია სხვადასხვა კომიტეტისა და ბიუროს ხდომა.

შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა და 20 ივნისის აქციისას დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს, 24 ივნისს, 19 საათზე, უკვე მეხუთედ გაიმართება პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია. გარდა ამისა, 14 საათზე იგეგმება ავტომობილების კოლონის მსვლელობა საყვირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი