ახალი ამბები

20 ივნისის დარბევისას პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გენ. ინსპექცია სწავლობს

22 ივნისი, 2019 • 1026
20 ივნისის დარბევისას პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გენ. ინსპექცია სწავლობს

20 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს გენერალური ინსპექცია სწავლობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, შესასწავლ ფაქტებს შორისაა უფლებამოსილების გადამეტება ჟურნალისტების მიმართ.

შსს ასევე დასძენს, რომ  აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ ის სამართალდამცავები, რომელტა ქმედებებსაც გენ. ისნპექცია სწავლობს.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

“ნუ გვესვრი“ – ჟურნალისტების აქცია შსს-თან და პროკურატურასთან [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი