ახალი ამბები

ფოტოები, რომელზეც სავარაუდოდ თვალის დაზიანებებია აღბეჭდილი – მძიმე კადრები

21 ივნისი, 2019 • 3973
ფოტოები, რომელზეც სავარაუდოდ თვალის დაზიანებებია აღბეჭდილი – მძიმე კადრები

გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე კადრებს.

თბილისში, პარლამენტის მიმდებარეთ აქციის დარბევისას სამართალდამცავების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით ათეულობით ადამიანი დაშავდა. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ჩვენთვის უცნობია.

აქციის დარბევისას დაშავებული

სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს კადრებს, რომლებზეც აღბეჭდილები არიან დასისხლიანებული ადამიანები, რამდენიმე მათგანს ეტყობა დაზიანება თვალის არეში. ერთ-ერთი მსგავსად დაშავებული ახალგაზრდა გოგო ნეტგაზეთის ჟურნალისტმაც ნახა.

ნეტგაზეთი შემდგომ პერიოდში შეეცდება მოიპოვოს უფრო ზუსტი ინფორმაცია დაზიანების სიმძიმისა და რაოდენობის შესახებ.

მოქალაქე, რომელსაც, სავარაუოდ, თვალი აქვს დაზიანებული. ფოტო: ინტერპრესნიუსი

აქციის მონაწილეების გარდა დარბევისას დაშავდა, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი.

უფრო ვრცლად დაშავებულ ჟურნალისტებზე წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი