ახალი ამბები

პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსეთთან?

20 ივნისი, 2019 • 2749
პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსეთთან?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარე „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეას“, რომლის დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა სხდომა.

პრეზიდენტი წერს: „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში — ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ–მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“

მასალების გადაბეჭდვის წესი