ახალი ამბები

ხადური: დოლარის კურსის გამყარებამ პროდუქტები არ გააძვირა

6 დეკემბერი, 2014 • • 844
ხადური: დოლარის კურსის გამყარებამ პროდუქტები არ გააძვირა

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, დოლარის გამყარების მიუხედავად, პროდუქტები გაძვირებული არ არის:   

 

“მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი გაზრდილია, ბოლო ორ დღეში გაიაფდა ბენზინი. მსოფლიო ბაზარზე გაიაფდა ხორბალი. ნოემბერში დაფიქსირდა დეფლაცია. ფასების დონე იზომება კალათით. დეკემბერში დიდი ინფლაცია არ არის. ის იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე არის თარგეთირებული. ხელისუფლების სხვადასხვა შტო, ეროვნული ბანკი აეკთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ფასები არ გაიზარდოს. გაიაფებულია ბენზინი 25 თეთრით. დღეს თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასი შემცირებულია. დღეს არავის ჯიბეში არაფერი არ მიდის. ნავთობიმპორტირები იხდიან გადასახადებს.”  

 

ინანსთა მინისტრის განცახდებით, ყველა ვალუტამ დათმო პოზიციები დოლართან: “ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დოლარი არის მყარი. ჩვენ ყველა მეზობელ ქევყნებშო გაუარესებულია ვალუტის კურსი. თურქეთში უკრაინაშო, რუსეთში. ეს გარე ფაქტორი მნიშვნელოვანია. ასევე შემცირდა გადმორიცხვები. ეს ადამიანები რიცხავდნენ 1 მილიარდ 200 ათას დოლარს. ამას დაემატა აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს  პოლიტიკოსებმა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად   ვიმუშავებთ.”


ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება და აგრძელებს მუშაობას: ” ვინც ამოწურა თავისი თავი, დაწერეს განცხადება და წავიდნენ.”   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი