SilkTV-ის მომსაუხრება თბილისსა და რეგიონებში აბონენტებს შეფერხებით მიეწოდებათ.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მიზეზი გლობალური შეფერხებაა, ჯგუფი უკვე მუშაობს და სერვისის აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება.
განახლება (22:12) კომპანიაში ამბობენ, რომ ამჟამად, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომლის შედეგად, ქსელი ნაწილობრივ აღდგა. უახლოეს პერიოდში კი ხარვეზი სრულად იქნება გამოსწორებული.
“ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის”, – აცხადებენ სილქნეტში.