ახალი ამბები

5G ინტერნეტის დანერგვისთვის შესაბამისი რესურსები სილქნეტს არ გააჩნია – კომუნიკაციების კომისია

15 დეკემბერი, 2023 •
5G ინტერნეტის დანერგვისთვის შესაბამისი რესურსები სილქნეტს არ გააჩნია – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კომპანია “სილქნეტს” არ გააჩნია 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო რესურსები. უწყების ინფორმაციით, 5G ინტერნეტის დანერგვისთვის აუქციონი 2023 წლის აგვოსტოში გამოაცხადეს, თუმცა “სილქნეტს” მონაწილეობა არ მიუღია.

“სილქნეტის” მიერ შეთავაზებული 5G-ით მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, რადგან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც “სილქნეტს” ამ ეტაპზე არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატორის სარგებლობაში აქამდე არსებული სიხშირული სპექტრის ძირითადი ნაწილი წინა თაობის მობილური ტექნოლოგიებისთვისაც გამოიყენება.

“სილქნეტის” მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ”, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

14 დეკემბერს “სილქნეტმა” განცხადება გაავრცელა, რომ პირველად საქართველოში კომპანია იწყებს 5G ტექნოლოგიის მიწოდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი