ახალი ამბები

წვიმის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით მანქანების მოძრაობა აიკრძალა

8 ივნისი, 2019 • 1251
წვიმის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით მანქანების მოძრაობა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტორ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, რომ თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა იზღუდება.

კერძოდ, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შესული:

“შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები” – აცხადებენ შსს-ში.

ძლიერი წვიმა თბილისში: საგანგებომ 20-მდე შეტყობინება მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი