ძლიერი წვიმა თბილისში: საგანგებომ 20-მდე შეტყობინება მიიღო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, 20-მდე შეტყობინებაა შესული. როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, შეტყობინებები, ძირითადად, ქუჩებზე წყლის დონის მატებასა და ხის ტოტების ცვენას უკავშირდება. სამსახურში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაშავებული არავინაა, შედარებით რთული ვითარება კი ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთშია.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed