საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, 20-მდე შეტყობინებაა შესული.
როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, შეტყობინებები, ძირითადად, ქუჩებზე წყლის დონის მატებასა და ხის ტოტების ცვენას უკავშირდება.
სამსახურში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაშავებული არავინაა, შედარებით რთული ვითარება კი ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთშია.