6 ივნისს, საღამოს, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელების ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ავტომობილის მძღოლის დაკავებას ცდილობენ, ის კი წინააღმდეგობას უწევს. მძღოლის მოსახმარებლად რამდენიმე ადამიანი მორბის და პოლიციას მოქალაქის დაკავებას არ ანებებს. ინციდენტი ახალქალაქში მოხდა.
როგორც ადგილობრივ გამოცემა Jnews-სი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, პატრულს მოტოციკლეტისტი ჰყავდა გაჩერებული, როდესაც გამვლელი ავტომობილი, მერსედესის მარკის მანქანა, გაჩერდა და იკითხა, „რაში იყო პრობლემა“;
გამოცემის თანახმად, პატრულმა მას უთხრა, გზა გაეგრძელებინა, თუმცა მძღოლმა „ისევ იკითხა რაღაც“, რის შემდეგაც იგი მანქანიდან გადმოათრიეს.
დაახლოებით იმავეს უყვება ნეტგაზეთს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამჟამად ინციდენტის ადგილას იმყოფება. მისი თქმით, პოლიციას მოტოციკლეტისტის დაჯარიმება უნდოდა, ავტომობილის მძღოლმა კი ჰკითხა, რატომ აჯარიმებდნენ მას, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოათრიეს.
ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ ორი ადამიანი პოლიციის წინააღმდეგობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს.