ახალი ამბები

გარეჯზე ზურაბიშვილის განცხადება პრემიერთან იყო შეთანხმებული – პრეზიდენტის პრესსპიკერი

4 ივნისი, 2019 •
გარეჯზე ზურაბიშვილის განცხადება პრემიერთან იყო შეთანხმებული – პრეზიდენტის პრესსპიკერი

პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე კითხვას, პრეზიდენტის განცხადებები საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით შეთანხმებული იყო თუ არა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან, ხატია მოისწრაფიშვილმა უპასუხა:

მინდა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს განცხადება იყო შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან”.

სალომე ზურაბიშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ მან წამოიწყო საუბარი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, რამაც, შესაძლოა, “რაღაც შედეგები გამოიწვია”.

დავითგარეჯის საკითხის დეტალურად გასაცნობად გირჩევთ გაეცნოთ ნეტგაზეთის სტატიას:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი