ყოფილმა პარლამენტარმა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ომარ ნიშნიანიძემ ფოთიდან ვანის სოფელ ჭყვიშისკენ ხომალდით მოგზაურობა დაასრულა.
როგორც ნიშნიანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მოგზაურობის მიზანი ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავის აღნიშვნა და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება იყო.
ნიშნიანიძემ მოტორიანი, ნიჩბებით აღჭურვილი ხომალდით ფოთის სანაპიროდან 31 მაისს დაიძრა და მოგზაურობა 2 ივნისს დაასრულა. გარკვეულ ადგილებში გემის ხმელეთზე გადმოტანა და ტრანსპორტირება დასჭირდა.
მან თქვა, რომ ხომალდს სტუდენტებთან ერთად ორი თვე აშენებდა.