თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა, – ეს განცხადება მომღერალმა ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა. საკონკურსო დღის დასრულების შემდეგ ოთო ნემსაძემ, რომელიც საქართველოს წარადგენდა ევროვიზიაზე, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა:
პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ვერ შევძელი ფინალში გადასვლა, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა, მთელი ეს მარათონი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ყველას. ვიცი, რომ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ყველანი იჯექით ანთებული გულებით ხელში. დავამატებ ერთს – თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა. დიდი მადლობა თქვენ ყველას, ყოველთვის თქვენი ოთარა”.
ევროვიზიის კონკურსის პირველი ნახევარფინალი 14 მაისს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადადიოდა. ოთო ნემსაძემ სიმღერა “სულ წინ იარე” შეასრულა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ეხება.