ახალი ამბებიხელოვნება

ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

15 მაისი, 2019 • 5146
ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

ოთო ნემსაძე ისრაელში მიმდინარე ევროვიზიის კონკურსზე ფინალში ვერ გადავიდა. დღეს კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. 17 კონკურსანტიდან  ფინალში 10 გადადიოდა.

ოთო ნემსაძე სიმღერას “სულ წინ იარე” ასრულებს, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ეხება.

ფინალში შემდეგი ქვეყნები გავიდნენ: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო, სლოვენია.

კვიპროსს ევროვიზიაზე ქართული წარმომავლობის თამთა გოდუაძე წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი