ახალი ამბები

გარდაიცვალა ბრაზილიელი მუსიკოსი სერხიო მენდესი

6 სექტემბერი, 2024
გარდაიცვალა ბრაზილიელი მუსიკოსი სერხიო მენდესი

ბრაზილიელი მუსიკოსი სერხიო მენდესი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „გარდიანი“.

ოჯახის განცხადებით, მენდესი ლოს-ანჯელესში, თავის სახლში გარდაიცვალა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუსიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები გრძელვადიანი კოვიდის შედეგად შეექმნა.

მენდესის ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელმაც მას მსოფლიო ცნობადობა მოუტანა, სინგლი „Mas Que Nada“ არის. იგი მან თავის ჯგუფთან, Brasil 66-თან ერთად ჩაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი