პარლამენტმა 12 მაისი წილხვდომილობის დღედ განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “შრომის კოდექსში” ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც განისაზღვრება.

უფრო კონკრეტულად, “შრომის კოდექსში“ შეიტანეს ცვლილება შემდეგი რედაქციით: “12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე – იმედის დღე”.

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა.


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმართავდა ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად. ღვთისმშობლის წილხვედრობის აღნიშვნის ინიციატივა ილია მეორეს ეკუთვნის. მან ამის შესახებ გასულ წელს ისაუბრა.

ამავე თემაზე:

„სიმბოლო ურყევი სასოებისა“ — როგორ ასაბუთებს მთავრობა წილხვედრობის უქმედ გამოცხადებას

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.