ვფიქრობ, დადგება დღე, როდესაც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება – ილია II

“მე ვფქრობ, დადგება ის დიდებული დღე, როცა დღესასწაული გვექნება ღვთისმშობლობა და ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება საქართველოსი”, – ეს განცხადება, საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ გააკეთა დღევანდელი, 28 აგვისტოს ქადაგებისას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მრევლს მარიამობა მიულოცა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ მარიამობას. ეს არის უდიდესი ზეიმი, ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი მისი.

შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს. ერთი ლოცვა არის, რომელიც თქვენ კარგად იცით და ახლა ყველამ ერთად ვთქვათ: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”

მე ვფქრობ, დადგება ის დიდებული დღე, როცა დღესასწაული გვექნება ღვთისმშობლობა და ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება საქართველოსი.

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს მათ. დედაღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნა ილია მეორემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com