ახალი ამბები

“ქართული ოცნება” უარყოფს, რომ მათ ოფისს მეხი დაეცა

3 მაისი, 2019 • 1349
“ქართული ოცნება” უარყოფს, რომ მათ ოფისს მეხი დაეცა

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი პაატა ლაგვილავა უარყოფს, რომ მმართველი პარტიის ოფისს მეხი დაეცა. ინფორმაცია “ოცნების” ოფისზე მეხის დაცემის შესახებ 2 მაისს, გვიან ღამით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ორგანიზაცია “თავისუფალმა ზონამ” გაავრცელა.

“მეხი არაფერს დაცემია, არც არაფერს ეკიდა. ნაცების ოფისთან ბოძს ჰქონდა მოკლე ჩართვა, მოქალაქემ დარეკა 112-ში, მოსულია “ენერგო პრო” და მუშაობენ”, – წერს ლაგვილავა “ფეისბუკზე”.

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ოფისები ერთ ქუჩაზე, ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს.

მთავარი ფოტო: თავისუფალი ზონა

მასალების გადაბეჭდვის წესი