ახალი ამბები

მოხსნას არ დავარქმევდი – სერგეენკო ქობულიაზე

19 აპრილი, 2019 • 1235
მოხსნას არ დავარქმევდი – სერგეენკო ქობულიაზე

“მე ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს”, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან  გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრძანებას ქობულიას გათავისუფლების თაობაზე გუშინ საღამოს მოაწერა ხელი, მანამდე ქობულია აცხადებდა, რომ თავისი ნებით თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.

“მინისტრების ცვლილებები სულ იყო ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.

ის ადასტურებს, რომ ქობულიას გათავისუფლებამდე გარკვეული კონსულტაციები არსებობდა, თუმცა პირადად სერგეენკო არ მონაწილეობდა.

ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე.

გიორგი ქობულიას თანამდობობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი პრემიერმა ბახტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ქობულიამ თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა, თუ გაადააყენეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახი კახიშვილმა ნათლად არ უპასუხა და განაცხადა, რომ საკადრო ცვლილება შეთანხმდა თავად ქობულიასთან, ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან.

მინისტრობამდე ნათია თურნავა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი