ახალი ამბები

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი აღარ არის

18 აპრილი, 2019 •
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი აღარ არის

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ არის.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ დაიკავებს ეკონომიკის მინისტრის პოსტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი