არ შევქმით კოალიციას ძალასთან, რომელიც რუსეთთან კარგ ეკონომიკური ურთიერთობას არ ემხრობა-ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ “საუბარია ახალ პარტიაზე” .

“თუ ჩემნაირ პოლიტიკოსებზეა მოთხოვნა, მოვალ პოლიტიკაში. საუბარია ახალი პარტიაზე”, – განაცხადა მან ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში”  20 ოქტომბერს, თუმცა არ დააკონკრეტა ვისთან ერთად შეიძლება იხილოს ის საზოგადოებამ ახალ პარტიაში.

მისი თქმით, თუ პარლამენტში შევლენ, შეეცდებიან შექმნან ცენტრისტული ძალა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა კოალიციას ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებასთან”, ქობულიამ უპასუხა, რომ არ გამორიცხავს კოალიციას არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან:

“შევქმნით კოალიციას მხოლოდ იმასთან, რომელიც ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოლებს და ჩვენი პრინციპები ექნება”.

ყოფილმა მინისტრმა ერთ-ერთ ასეთ პრინციპად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა დაასახელა და განაცხადა:

“მე ვთვლი მაგალითად, რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს გამართული ეკონომიკური ურთიერთობა და არ შევქმნი კოალიციას იმ ძალასთან, რომელიც არ ეთანხმება ამას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი