ახალი ამბები

ეკა ბესელიას განმარტებები PACE-ის რეზოლუციასა და მის სიტყვით გამოსვლაზე [ვიდეო]

6 ოქტომბერი, 2014 • • 1444
ეკა ბესელიას განმარტებები PACE-ის რეზოლუციასა და მის სიტყვით გამოსვლაზე [ვიდეო]

“ელემენტარული ცოდნაა საჭირო, როდესაც ასეთ არასერიოზულ კომენტარებს აკეთებს ვინმე. განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ქართულად ვერ მეტყველებს და წინადადებების ბრუნვაში ჩასმა უჭირს ხოლმე. ევროსაბჭოში გამოსვლა ხდება იმ ენაზე, რომელიც არის ოფიციალური სამუშაო ენა, მათ შორის არ არის ქართული, არის რუსული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული და ა.შ. ესეც უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც ამაზე საუბრობს და საერთოდ ძალიან დიდ უკულტურობად და დაბალ დონედ ითვლება განსკაუთრებით ევროსაბჭოში, სადაც ძალიან ბევრი დელეგაციაა წარმოდგენილი, როდესაც იწყება იმაზე სუაბარი, თუ ვინ, რა აქცენტით სუბრობს. შინაარსს უსმენენ იქ და არა აქცენტით თუ უაქცენტოდ საუბარს. ასეთი უკულტურობა ძალიან უხერხულად აისახება იმ ადამიანებზე, ვინც ზოგადად ამაზე საუბრობს. იქ მთავარია შინაარსი და არა იმაზე ლაპარაკი, ვინ როგორი აქცენტით საუბრობს. ამ თემებზე საუბარი უხერხული და მე მგონი, კომიკურიცაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

 

იგი არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა PACE-ში არაეფექტურად იმუშავეს:

“რეზოლუციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები, სადაც საუაბრია საქართველოს ხელისუფლების ბევრ კარგ მიღწევაზე. დაწყებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით, ასევე რეფორმებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულია ადმიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღებული სტრატეგია, კანონმდბელობა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ, სასამართლო, რომელზეც წერია, რომ ბევრად უფრო დამოუკიდებელია ახლა, ვიდრე ადრე”, – განაცხადა ბესელიამ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას არაერთ ნაწილში აფასებს კრიტიკულად. ყოფილი მაღალჩინოსნების  წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეების შესახებ ასამბლეა აცხადებს:

 

“ასამბლეა მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სერიოზულად ვართ შეშფოთებული  ჩივილით, რომ მათი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, სამართალი კი შერჩევითი და რევანშისტულია”- წერია ანგარიშში.

 

ევროსაბჭოს რეკომენდაციები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ასეთია:

“ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება დანაშაული დაუსჯელი დარჩეს, განსაკუთრებულად ის დანაშაული, რომელიც მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების მიერაა ჩადენილი წარსულში ან აწმყოში.

 

ასამბლეა მოუწოდბს საქართველოს ხელისუფლებას,  ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ  საგამოძიებო მოქმედებები მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების  დაცვით ჩატარდეს, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითაა გათვალისწინებული.

 

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასევე არ უნდა არსებობდეს აღქმა, რომ სამართალი შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ საქმეებთან”.

 

უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ასამბლეა აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის წინასწარი დაკავების მოთხოვნები, არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.

 

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს იმ პერიოდის ხანგრძლივობის გამო, რაც ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უწევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.

 

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების კონტექსტში ასამბლეა ასევე აცხადებს, “იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა, ასამბლეა მიესალმება  შესაძლო ამნისტიის წინადადებას, მძიმე დანაშაულების გამოკლებით”.

 

სააკაშვილისა და ახალაიას შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს ეკა ბესელია ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობას უკავშირებს, რომლის წევრიც ერთიანი ნაციონლაური მოძრაობაა, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ზემოხსენებულ რეოზულიცაზე კენჭისყრის შედგები, სადაც ჩანს, რომ დოკუმენტს მხარი არამხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა, არამედ “ლიბერალებმაც” დაუჭირეს და “სოციალისტებმაც”. ლიბერალების კოალიციის წევრები თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები არიან, ხოლო სოციალისტებში – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ერთიანდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი